logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
13.05.2026 სიახლე

სამუშაო შეხვედრა მენეჯერებთან


Image

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა საბავშვო ბაღების მენეჯერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის ფარგლებში გაერთიანების დირექტორმა ორგანიზაციის ხუთ წლიანი სტრატეგიული და ერთწლიანი სამოქმედო გეგმები წარადგინა. აღნიშნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია 4 ძირითადი მიზანი და 10 ამოცანა.

აღნიშნული დოკუმენტი მიზნად ისახავს ორგანიზაციის მდგრად სტრატეგიულ განვითარებას, ასევე საბავშვო ბაღების სხვადასხვა მიმართულებით ხარისხიანი საქმიანობის უზრუნველყოფას.