04.03.2025
სამუშაო შეხვედრა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელთან

„შეხვედრა გავმართეთ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელ ნინო გულეიშვილთან და აჭარაში დამცველის ახალ წარმომადგენელ თამარ თავართქილაძესთან.
შეხვედრის ფარგლებში გავეცანით მუნიციპალიტეტში ენერგეტიკული სექტორის მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებს. განვიხილეთ აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის გზები და დავსახეთ მომდევნო ღონისძიებების გეგმა“ - არჩილ ჩიქოვანი.