13.11.2025
საქალაქო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა
ბათუმის ტერიტორიაზე M2 კატეგორიის (მიკროავტობუსები) ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მისაღებად კონკურსი გამოცხადდა შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: N25, N28, N31, N34, N39, N40, N44, N45, N46, N49 და N56.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების მიღება იწარმოებს 25 ნოემბერს, 10:00-დან 17:00 საათამდე, ბათუმის მერიაში (ლუკა ასათიანის ქ. N25).
მიკროავტობუსების შემოწმების პროცესი გოგოლის ქ. N11-ში (ავტოსადგურის ტერიტორია), 26 -დან 28 ნოემბრის ჩათვლით, დილის 10:00 საათზე დაიწყება.
კონკურსის მიზანია ტექნიკურად გამართული მიკროავტობუსების შერჩევა, რაც მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაყვანას უზრუნველყოფს.