საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო
საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრმა კახაბერ გულედანმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) სამუშაო შეხვედრა გამართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო.
საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა სახის კომუნალური საკითხები და მუნიციპალიტეტებში მომსახურებების მართვის მიმართულებები განიხილეს.
იმსჯელეს არსებული გამოწვევებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტებში კომუნალური სერვისების გაუმჯობესებასა და ეფექტიან მართვას.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე ზურაბ იაშვილი.