საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლადგანწესებული მოსამართლეების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ახლადგანწესებული მოსამართლეების სერგო მეთოფიშვილისა და გოგა კიკილაშვილის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მოსამართლეებს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.
სერგო მეთოფიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, ხოლო გოგა კიკილაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა დანიშნა.
ახლადგანწესებულ მოსამართლეებს იურიდიულ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.