logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
05.05.2026 სიახლე

საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიება ბათუმში გაიმართა


Image

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე დაესწრო.

აღნიშნული სტატუსი წარმოადგენს ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევას. შესაბამისად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ სპეციალისტების ღვაწლს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მალარიის ელიმინაციის პროცესში. ღონისძიების ფარგლებში სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ აჭარის, გურიის, სამეგრელოსა და ფოთის რეგიონებში მომუშავე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები.

ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ირაკლი ფურცელაძე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, სილვიუ დომენტე, მუნიციპალიტეტების მერები და ელიმინაციის პროცესში ჩართული პირები.

შეხვედრაზე შეაჯამეს მალარიის ელიმინაციის მრავალწლიანი პროცესი, განიხილეს განხორციელებული ღონისძიებები და ის წარმატებები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა საქართველოს მიერ აღნიშნული სტატუსის მიღება.