logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
24.11.2026 სიახლე

სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა


Image

სასტუმრო „ლეოგრანდში“ მომხდარი ტრაგედიიდან ცხრა წელი გავიდა.

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„პატივი მივაგეთ 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

ამ დიდმა დანაკარგმა უმძიმესი კვალი დატოვა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. თითოეული გარდაცვლილი ადამიანის სიცოცხლე ჩვენი საერთო ტკივილია. 

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს.

მარადიული ხსოვნა გარდაცვლილთა ნათელ სულებს“ - ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა.