logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
14.01.2026 სიახლე

სათნოების სავანის ბენეფიციარებისთვის საახალწლო კონცერტი გაიმართა


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან და ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად, ბათუმის წმინდა ეკატერინეს სახელობის სათნოების სავანეში საახალწლო კონცერტს დაესწრო.

სათნოების სავანის ბენეფიციარებისთვის, საზეიმო ღონისძიება წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიის აღსაზრდელებმა გამართეს, რომლებმაც მრავალფეროვანი მუსიკალური და შემოქმედებითი ნომრები წარადგინეს.