logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
31.12.2025 სიახლე

სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მამია ვარშანიძისა და გოგებაშვილის ქუჩების მონაკვეთებზე


Image

3 იანვრიდან მარტის ბოლომდე სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მამია ვარშანიძის ქუჩაზე, ლუკა ასათიანის ქუჩიდან სულაბერიძის ქუჩამდე მონაკვეთში.

შეზღუდვა მამია ვარშანიძისა და ხახულის ქუჩების კეთილმოწყობის პროექტს უკავშირდება, რომლის ფარგლებშიც აღნიშნულ მონაკვეთზე განხორციელდება სანიაღვრე ქსელისა და ტროტუარის მოწყობა, განათების სისტემის რეაბილიტაცია და ასფალტის საფარის დაგება.

ასევე, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 იანვრიდან 2 თვის განმავლობაში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე საავტომობილო გზის მარჯვენა მხარეს (სანაპიროს მხარე).

პროექტის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩებს შორის მონაკვეთში განხორციელდება არსებული ქვაფენილის დემონტაჟი, სანიაღვრე ქსელის, გზაგამყოფი მოაჯირების, ტროტუარების მოწყობა და ასფალტის საფარის დაგება.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.