logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
14.03.2026 სიახლე

სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში


Image

მემედ აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება მემედ აბაშიძის ქუჩაზე, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ქუჩამდე მონაკვეთში.

შეზღუდვა უკავშირდება მემედ აბაშიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას, პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან დემეტრე თავდადებულის ქუჩამდე მონაკვეთში.

პროექტის ფარგლებში არსებული ქვაფენილი ჩანაცვლდება ასფალტის საფარით და მოეწყობა სანიაღვრე სისტემა.

სატრანსპორტო მოძრაობის შეზღუდვა ეტაპობრივად განხორციელდება სარეაბილიტაციო მონაკვეთების მიხედვით.

სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 6 აპრილი.

ბათუმის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო.