logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
06.11.2025

სერგი მესხის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა


Image

სერგი მესხის ქუჩაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ რეკრეაციული სივრცე დაათვალიერა, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები მოისმინა.

2660 კვადრატული მეტრი ფართობის ტერიტორია სრულად კეთილმოეწყო, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკვერში არსებულ მინი სტადიონს, მოეწყო საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი სივრცეები. განხორციელდა სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაცია, დამონტაჟდა თანამედროვე გარეგანათების სისტემა და განთავსდა ახალი საპარკე ინვენტარი.

რეკრეაციული სივრცეების მოწყობა ბათუმის ურბანული განვითარების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. 2025 წელს ქალაქის მასშტაბით 21 სკვერის მშენებლობა და რეაბილიტაცია დასრულდა.

ბათუმის მერია მომავალშიც აქტიურად განაგრძობს მწვანე სივრცეების მოწყობას ქალაქის სხვადასხვა უბანში, რაც ხელს შეუწყობს ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესებას, საცხოვრებელი უბნების განახლებას და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული დასვენების სივრცეების შექმნას.