logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
05.08.2026 სიახლე

შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელ ახალ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა გახსნილია


Image

შალვა ინასარიძისა და ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩების დამაკავშირებელ ახალ გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა გახსნილია. 

პროექტის ფარგლებში განხორციელდა სანიაღვრე ქსელის, საფეხმავლო ბილიკებისა და გარე განათების სისტემის მოწყობა, დაიგო ასფალტის საფარის ორი ფენა. 

უახლოეს პერიოდში შესრულდება საგზაო მონიშვნები.

ახალი გზა ქალაქში ხელს შეუწყობს სატრანსპორტო ნაკადების განტვირთვას და სხვადასხვა ქუჩების ერთმანეთთან დაკავშირებას.

გასულ წელს ბათუმში 3 ახალი გზის მოწყობა დასრულდა, ხოლო წელს ქალაქის კიდევ 2 მონაკვეთში იგეგმება სხვადასხვა ქუჩების დამაკავშირებელი გზების მშენებლობა.