შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი
ბათუმი შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს მეთორმეტედ მასპინძლობს.
ღონისძიების გახსნის ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფესტივალის პროგრამა აერთიანებს კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ვარსკვლავებს, ახალი თაობის ტალანტებს, ასევე, მნიშვნელოვან პლატფორმას უთმობს ქართველ შემსრულებლებს.
ღონისძიება ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბათუმმა” გახსნა, ხოლო ფესტივალის დღეებში წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო და ადგილობრივი არტისტები.
საქართველოს პრეზიდენტის, UNESCO-ს პატრონაჟით, საქველმოქმედო ფონდ „ლირას” ორგანიზებითა და აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, ბათუმი შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს ხუთი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.