logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
22.12.2024

შავშეთის ქუჩის კეთილმოწყობის სამუშაოები


Image

9 324 299,95 ლარი არის გამოყოფილი შავშეთის ქუჩის რეაბილიტაციისთვის, ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე.  პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ქუჩაზე უნდა მოეწყოს 
სანიაღვრე სისტემა და ტროტუარი-ბორდიური, დაეგოს მწვანე კორდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდეს გარე განათების სისტემას. განხორციელდეს  დემონტაჟი არსებული ბეტონის ფილების და დაეგოს  ორი ფენა ასფალტი.

ამ ეტაპისთვის ერისთავის ქუჩიდან ანდრონიკაშვილის ქუჩამდე და ბაქოს ქუჩიდან ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელამდე მონაკვეთში უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ბორდიური და ტროტუარი. რეაბილიტირდა გარე განათების სისტემა, დაეგო ორი ფენა ასფალტ-ბეტონის საფარი.   სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოები კი ხორციელდება დარჩენილ მონაკვეთზე.

სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 28 მაისი.

პროექტით სულ მოეწყობა სავალი გზის ერთ კილომეტრამდე მონაკვეთი.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ასევე დაგეგმილია  ალ. სულაბერიძისა და გ.ბრწყინვალეს ქუჩების კვეთიდან ალ.პუშკინის ქუჩამდე, ალ. პუშკინის ქუჩიდან იმედაშვილის ქუჩამდე და იმედაშვილის ქუჩა ბაქოს ქუჩამდე რეაბილიტაცია და გიორგი ლეონიძის ქუჩის კეთილმოწყობა. 
გიორგი ლეონიძის ქუჩაზე სამუშაოები უკვე დაწყებულია, კერძოდ გენერალ  აბაშიძის ქუჩიდან ტაბიძის ქუჩამდე მონაკვეთში, მიმდინარეობს გრუნტის გამოცვლის სამუშაოები.


ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 20 825 613,98 ლარს.