logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
27.06.2025

შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები


Image

დასრულების ფაზაშია შავშეთის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები პეტრე ბაგრატიონის ქუჩიდან ბაქოს ქუჩამდე მონაკვეთში.

სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე გაეცნო.

აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე განხორციელდა სანიაღვრე სისტემის მოწყობა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა საფეხმავლო ბილიკებს, სრულად განახლდა გარეგანათების ქსელი.

ქუჩის უმეტეს ნაწილზე ასფალტის საფარის დაგება დასრულებულია.

სამუშაოების ღირებულება 9 მილიონ ლარს აღემატება.