03.07.2025
შეხვედრა აჭარის კულტურის სამინისტროში

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ შეხვედრა გამართა აჭარის კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ უწყებას შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და კულტურის მიმართულებით ინიციატივების შემუშავების შესაძლებლობაზე.
როგორც გიორგი მურვანიძემ აღნიშნა, ერთობლივი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის კულტურული ცხოვრების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას.