logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
07.05.2026 სიახლე

შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულთან


Image

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს ქალაქ ბათუმში ფუად აზიზოვს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ბათუმსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებული მრავალწლიანი ურთიერთობების, თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტურისტულ, ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს.

ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობას, რაც რეგიონში სტაბილური პარტნიორობისა და მრავალმხრივი თანამშრომლობის წარმატებულ განვითარებას განაპირობებს.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა ვიცე კონსული მაჰბუბა ნამაზოვა.