23.04.2025
შეხვედრა ბერლინის ტექნიკისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის წარმომადგენლებთან

„შეხვედრა გავმართე ბათუმში ვიზიტით მყოფ ბერლინის ტექნიკისა და ეკონომიკის უმაღლესი სკოლის (HTW Berlin) წარმომადგენლებთან - პროფესორ მირკო ბარზსა და საერთაშორისო სამსახურის უფროს კლაუს ლანგთან.
შეხვედრას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის დეკანი ლელა თურმანიძე და ასოცირებული პროფესორი ნანა მაზმიშვილი ესწრებოდნენ.
ვისაუბრეთ ადგილობრივ დონეზე მდგრადი განვითარების მიზნების იმპლემენტაციის შესაძლებლობების შესწავლის თაობაზე, რაც გათვალისწინებულია გერმანიის აკადემიური გაცვლის სააგენტოს (DAAD) მიერ დაფინანსებული გრანტის Fact Finding Missions (2025) ფარგლებში“ - ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.