logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
30.11.2025 სიახლე

შეხვედრა მოსახლეობასთან


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ივანე მაისურაძესთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების სერვისცენტრებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

პირველი შეხვედრა მწვანე კონცხის ადმინისტრაციული ერთეულის მცხოვრებლებთან გაიმართა, სადაც ინფრასტრუქტურულ, სოციალურ და სხვა აქტუალურ საკითხებზე ისაუბრეს.

გიორგი ცინცაძის თქმით, ბათუმელების საჭიროებებზე დროული რეაგირება და პრობლემების სისტემური გადაწყვეტა მერიის პრიორიტეტად რჩება. მოსახლეობასთან უფრო მჭიდრო კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გასაძლიერებლად, სერვისცენტრებში სამუშაო შეხვედრები რეგულარულად გაიმართება და ყველა ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს.

სერვისცენტრებში შეხვედრების მთავარ ამოცანას, არსებული პრობლემების ადგილზე გაცნობა და შესაძლებლობის შემთხვევაში, ადგილზევე გადაჭრა წარმოადგენს. განიხილება და ეტაპობრივად მოგვარდება მოქალაქეების მიერ დასმული თითოეული საკითხი.