23.10.2025
შეხვედრა მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგანიზაციის დამფუძნებელთან
ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან სულხან თამაზაშვილთან და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, თინათინ ზოიძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ორგანიზაციის დამფუძნებელსა და პრეზიდენტს, გრემ კუკს შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს აჭარის ტურისტული პოტენციალი, თანამშრომლობის შესაძლებლობები და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც აჭარის რეგიონსა და ბათუმს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორებისა და ინვესტორებისთვის.