02.05.2025
სიახლე
შეხვედრა ნეთანიის მერთან
„დღეს, ბათუმთან დამეგობრებული ისრაელის სახელმწიფოს ქალაქ ნეთანიის მერს ქალბატონ მირიამ ფიერბერგ იკარს ვუმასპინძლე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქალაქებს შორის თანამშრომლობისა და ორმხრივი კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას. მადლობა გადავუხადე ქალბატონ მერს ვიზიტისათვის და ბათუმობის დღესასწაულში მონაწილეობისათვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე პარტნიორობის არსებობას ჩვენს ქალაქებს შორის“ - ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.