01.08.2025
სიახლე
შეხვედრა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში
ბათუმის მერის მოადგილე ნუკრი დეკანაძე სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჰიონდუ კიმს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ისაუბრეს ბათუმის, როგორც სწრაფად განვითარებადი ქალაქის პოტენციალზე, ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი სანგ მუნ ვუ და ელჩის თანაშემწე ანნა კოშაძე.