logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
11.06.2026 სიახლე

შეხვედრა საქართველოს ჩემპიონი გუნდების - კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებთან


Image

 

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტულ კლუბებს - სარაგბო კლუბ „ბათუმს“, საკალათბურთო კლუბ „ბათუმი 2010“-ს და ხელბურთის კლუბ „ბსბ ბათუმს“ გამორჩეული შედეგებისა და მიღწევებისთვის ერთჯერადი ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

საქართველოს ჩემპიონი გუნდების - კალათბურთის, რაგბისა და ხელბურთის კლუბების სპორტსმენებსა და მწვრთნელებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე შეხვდნენ.

რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს სპორტსმენებსა და მწვრთნელებს მიღწეული შედეგებისათვის, ისაუბრეს სპორტული მიმართულების მნიშვნელობასა და სამომავლო მხარდაჭერაზე.

„ჩვენი სპორტული კლუბების სახელით, მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, ბატონ ზურაბ პატარაძეს და აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრს, ქალბატონ მაია ხაჯიშვილს მხარდაჭერისთვისა და თანადგომისთვის. ასევე, ყველა იმ ადამიანს, ვინც წლების განმავლობაში გვერდით უდგას სპორტს, აფასებს სპორტსმენების შრომასა და თავდადებას.

ჩვენი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სპორტსმენებს კიდევ უფრო ღირსეული პირობები და გარემო შევუქმნათ, რომელიც მათ განვითარებას, მოტივაციასა და ახალი წარმატებების მიღწევას შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ჩემპიონებს, რომლებმაც არა მხოლოდ გამარჯვება მოიპოვეს, არამედ ყველას დაუმტკიცეს, რომ შრომით, გუნდურობითა და მიზანდასახულობით შეუძლებელი არაფერია.

დარწმუნებული ვარ, ეს მხოლოდ დასაწყისია და უახლოეს წლებში ჩვენი სპორტსმენები კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწევენ მსოფლიო ასპარეზზე“ - აღნიშნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.