logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
24.09.2025

შეხვედრა თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებთან


Image

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ცინცაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, თამარის დასახლებაში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს მოსახლეობის საჭიროებებზე, განიხილეს არსებული ინფრასტრუქტურული, ჯანდაცვისა და სოციალური საკითხები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტული მიმართულებები.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბათუმის მერია აქტიურად განაგრძობს მუშაობას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიმართულებით.

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ ხაზი გაუსვა უწყებათშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც არსებულ გამოწვევებზე ეფექტურად რეაგირების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობას წარმოადგენს.