logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
24.04.2025

შეხვედრა ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებთან


Image

„ბათუმის მერიაში ვუმასპინძლე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტებს.

შეხვედრისას ახალგაზრდებს გავაცანი ქალაქში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც ბათუმის ურბანულ, ეკონომიკურ და ტურისტულ წინსვლას ემსახურება. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება ჩვენი ქალაქი გადაიქცეს რეგიონულ ტურისტულ ჰაბად და რა დიდ როლს თამაშობს ბათუმის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი ამ მიზნის მიღწევაში.

განსაკუთრებული ყურადღება დავუთმეთ სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას, ვინაიდან გვაქვს ამბიცია, რომ ბათუმი სტარტაპ დედაქალაქად ჩამოყალიბდეს. ასევე ვისაუბრეთ მდგრად ტურიზმზე, როგორც ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

დიდი მადლობა სტუდენტებს საინტერესო დიალოგისათვის და ბატონ ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძეს შეხვედრის ინიციატივისთვის“ - ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი.