logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
28.10.2026 სიახლე

შეხვედრა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან


Image

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ზურაბ პატარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო.

შეხვედრაზე დარგის მიმდინარე მაჩვენებლები და შემოდგომა-ზამთრის სეზონისთვის მზადების საკითხები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ერთობლივ ტურისტულ პაკეტებზე. განიხილეს მაღალმთიანი აჭარის პოპულარიზაციისა და რეგიონის ცნობადობის გაზრდის საკითხები საერთაშორისო და შიდა ბაზრებზე.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ დარგში არსებული სიახლეების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე მონაცემებით, აჭარაში ტურისტული ვიზიტების საერთო რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. მესამე კვარტალში გაიზარდა როგორც საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობა, ისე ტურიზმიდან და მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები.

შემოდგომა-ზამთრის პერიოდში დაგეგმილია არაერთი ფესტივალის და ღონისძიებების გამართვა, რაც ტურისტული ნაკადების ზრდას შეუწყობს ხელს. კურორტ გოდერძიზე მიმდინარეობს ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის მზადება და დაგეგმილია ზამთრის ფესტივალი. წლის ბოლოს გაიმართება ტურიზმის დაჯილდოების ცერემონია „მაგნოლია“, რომელზეც წლის საუკეთესო ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები გამოვლინდებიან.

შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები, ასევე განთავსებისა და კვების ობიექტების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და გიდები.