logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
02.07.2025

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან


Image

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მურვანიძემ შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის დელეგაციასთან, რომელსაც ქალაქ რიზეს მერი რაჰმი მეთინი ხელმძღვანელობდა.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებს. მხარეებმა ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებასა და სხვადასხვა მიმართულებით საერთო პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე.

„მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ჩვენი მეგობარი ქვეყნის დელეგაციას ბათუმში. მრავალწლიანი თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში მოიცავს ურთიერთობების ფართო სპექტრს, მათ შორის, ვაჭრობისა და ტურიზმის მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბათუმს ყოველწლიურად მრავალი ვიზიტორი სტუმრობს ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს კულტურულ და ეკონომიკურ კავშირებს“ - აღნიშნა გიორგი მურვანიძემ.