logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
29.04.2026 სიახლე

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში


Image

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მუსტაფა თურქერ არისთან.

გიორგი ცინცაძემ ახლადდანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის მჭიდრო დღის წესრიგი და პარტნიორობის კიდევ უფრო გაძლიერების პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბათუმსა და თურქეთის ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

შეხვედრაზე აღინიშნა ბათუმის, როგორც შავი ზღვის რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული და საინვესტიციო ჰაბის, მზარდი როლი და მაღალი პოტენციალი. მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს აქტიურად ითანამშრომლონ კონკრეტული ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ქალაქ ბათუმში ბანუ თერზიოღლუ.