logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
11.09.2026 სიახლე

შესრულებული სამუშაოები 1 კვირა


Image

 

მიმდინარე კვირაში გამწვანების სამსახურის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:

თამარ მეფის გზატკეცილზე, ბაქოს, მაქაცარიას, ტაბიძის, ხიმშიაშვილის, გოგებაშვილისა და გორგილაძის ქუჩებზე მოწესრიგდა მწვანე სივრცეები და სკვერები.

10-მდე მისამართზე ჩატარდა ხე-მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები, ხოლო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გადაიბელა ხეები.

ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები.

30-მდე მისამართზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები.

გამწვანების სამსახური ქალაქის მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის და განახლების სამუშაოებს ყოველდღიურად აგრძელებს.