21.11.2025
სიახლე
შესრულებული სამუშაოების 1 კვირა
გამწვანების სამსახურის მიერ, კვირის განმავლობაში შემდეგი სახის სამუშაოები განხორციელდა:
რუსთაველის, გოგებაშვილის, ბაქოს და ახმეტელის ქუჩებზე მოწესრიგდა ეზოები, მწვანე სივრცეები, სკვერები და საყვავილე კლუმბები.
ხე- მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები შესრულდა რუსთაველის, გამსახურდიას, წერეთლის, ახმეტელისა და გოგებაშვილის ქუჩებზე.
10 -მდე მისამართზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები.
ბათუმის ცენტრალურ პარკში მწვანე საფარი მოწესრიგდა.
სანერგე-მეურნეობაში ყვავილების ჩითილების გადარგვის სამუშაოები განხორციელდა.