logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
01.05.2026 სიახლე

შესრულებული სამუშაოების 1 კვირა


Image

გამწვანების სამსახურის მიერ, განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:

რუსთაველისა და ლორთქიფანიძის ქუჩებზე დაირგო სხვადახვა სახის ხე-მცენარე.

რუსთაველის, გოგებაშვილის, გორგილაძის, ინასარიძის, გრიბოედოვის და ჩარმიქლის ქუჩებზე მოწესრიგდა ეზოები, მწვანე სივრცეები, სკვერები და საყვავილე კლუმბები.

ხე - მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები შესრულდა ნინოშვილის, გოგებაშვილის,გრიბოედოვისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.

20 -მდე მისამართზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები.

ბაქოს და რუსთაველის ქუჩებზე ნიადაგის დამუშავების სამუშაოები განხორციელდა.

10-მდე ლოკაცია გაიწმინდა ეკალ-ბარდისგან და გადაიბელა ხეები.

ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა მისამართზე ქვაფენილები და საფეხმავლო ბილიკები ჰერბიციდით დამუშავდა.

 სანერგე-სასათბურე მეურნეობაში მცენარეების გადარგვის სამუშაოები განხორციელდა