21.08.2026
სიახლე
შესრულებული სამუშაოების 1 კვირა
მიმდინარე კვირაში გამწვანების სამსახურის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:
ქათამაძის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მცენარეები დაირგო.
თამარის დასახლებაში, რუსთაველის, გოგებაშვილის, ბაგრატიონის, აფსაროსის და შარტავას ქუჩებზე მოწესრიგდა ეზოები, მწვანე სივრცეები და სკვერები.
აეროპორტის გზატკეცილზე, რუსთაველის და შარტავას ქუჩებზე ხე-მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები განხორციელდა.
ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს ხე-მცენარეების შეწამვლა.
40-მდე მისამართზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები