18.09.2026
სიახლე
შესრულებული სამუშაოების 1 კვირა
მიმდინარე კვირაში გამწვანების სამსახურის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები:
გამსახურდიას, რუსთაველის, გოგებაშვილის, ბაგრატიონის, ინასარიძის, კობალაძის, გრიბოედოვის, ჭავჭავაძის, ბრწყინვალის, ორბელიანის, ლერმონტოვის, აღმაშენებლის, რურუას, გორგილაძის, ქათამაძისა და ნონეშვილის ქუჩებზე მოწესრიგდა მწვანე სივრცეები და სკვერები.
10-მდე მისამართზე ჩატარდა ხე-მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები, ხოლო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გადაიბელა ხეები.
40-მდე მისამართზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები.
გამწვანების სამსახური ქალაქის მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის და განახლების სამუშაოებს ყოველდღიურად აგრძელებს.