შესრულებული სამუშაოების ერთი კვირა
მიმდინარე კვირაში გამწვანების სამსახურის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე შემდეგი სამუშაოები განხორციელდა:
მ. აბაშიძის გამზირზე, ხიმშიაშვილის, კობალაძის, ინასარიძისა და ბაგრატიონის ქუჩებზე მოწესრიგდა მწვანე სივრცეები და სკვერები.
15-მდე მისამართზე ჩატარდა ხე-მცენარეების დეკორატიული გასხვლა-ფორმირების სამუშაოები, ხოლო ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გადაიბელა ხეები.
სკვერებში მცენარეთა ძირებში ტორფის შეტანის სამუშაოები მიმდინარეობს.
20-მდე მისამართზე გაიცელა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები, ტროტუარები და გზაგამყოფები.
ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს ხე-მცენარეების შეწამვლის სამუშაოები.
გამწვანების სამსახური ქალაქის მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობის და განახლების სამუშაოებს ყოველდღიურად აგრძელებს...