logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
20.08.2025

სილამაზის სალონების გეგმიური მონიტორინგი


Image

სილამაზის სალონებისა და ესთეთიკური ცენტრების სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი გრძელდება.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმს, სახიფათო ნარჩენების შეგროვებასა და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვას ამოწმებს.

ბათუმის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს. სანიტარული ზედამხედველობა კანონის შესაბამისად შერჩევითობის პრინციპით ხორციელდება.