04.12.2024
სილამაზის სალონების მონიტორინგი

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია შერჩევითობის პრინცილით სილამაზის სალონების მონიტორინგს განაგრძობს.
ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მოწმდება დეზინფექციისა და სტერილიზაციის რეჟიმი, სახიფათო ნარჩენების შეგროვება და პერსონალის ჰიგიენის წესების დაცვა.
ბათუმის ტერიტორიაზე, ამ ეტაპზე 300-ზე მეტი სილამაზის სალონი ფუნქციონირებს.