logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
27.09.2025

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა


Image

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა. ბათუმში, გმირთა ხეივანში, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

„27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ერთიანი საქართველოს იდეას. მშვიდობასა და განვითარებას არა აქვს ალტერნატივა. ჩვენი სამშობლო ისევ უნდა გაერთიანდეს და ყველამ ერთად შევძლოთ უკეთესი მომავლის შენება“, - აღნიშნა ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ცინცაძემ.