logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
06.01.2026 სიახლე

სომხური სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს


Image

დღეს სომხური სამოციქულო ეკლესია მაცხოვრის შობასა და ნათლისღებას აღნიშნავს.

ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, სულხან თამაზაშვილთან ერთად, ბათუმის სომხურ სამოციქულო ტაძარში სადღესასწაულო წირვას დაესწრო.

„ვულოცავ სომხური სამოციქულო ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს, განსაკუთრებით კი, ბათუმში მცხოვრებ ჩვენს სომეხ თანაქალაქელებს. ეს დღე სიყვარულისა და სულიერი განახლების სიმბოლოა. გისურვებთ მშვიდობასა და კეთილდღეობას“ - განაცხადა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ.