28.10.2024
სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა

კიდევ ერთი სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა დასრულდა, რომელიც თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში, თამარის დასახლება #18-ის ეზოში მდებარეობს.
რეაბილიტაციის ფარგლებში ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე, დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა ინვენტარი.
ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები აფხაზეთის ქ. #3 ა-ს ეზოში მიმდინარეობს.