logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.gov.ge
03.10.2024

სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა


Image

თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქათამაძის ქ. #40-ის ეზოში მდებარე სპორტულ მოედანს სრული რეკონსტრუქცია-აღდგენა ჩაუტარდა.
 

რეაბილიტაციის ფარგლებში ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით, დამონტაჟდა ლითონის მავთულბადე, დაიგო ხელოვნური, მწვანე საფარი, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ყველა ინვენტარი.
 

დასრულებული სამუშაოები მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯაბა ბერიძემ დაათვალიერა.
 

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები თამარის დასახლება #18-ში მდებარე სპორტულ მოედანზე მიმდინარეობს.