23.10.2024
სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა

თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში, აფხაზეთის ქ. #3 ა-ს ეზოში მდებარე სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში დამონტაჟდება ახალი ლითონის მავთულბადე, ძველი კონსტრუქციები შეიცვლება ახლით, გამოიცვლება კალათბურთის ფარები და ფეხბურთის კარები, დაიგება ხელოვნური, მწვანე საფარი.
სამუშაოები ერთი კვირის ვადაში დასრულდება.