27.11.2024
სტომატოლოგიური კაბინეტების მონიტორინგი
სტომატოლოგიური კაბინეტების შემოწმების მეორე ეტაპი დაიწყო. არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენება ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს.
მონიტორინგს მუნიციპალური ინსპექციის, სანიტარული ზედამხედველობის განყოფილება მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში „ლაბორატორიული კვლევითი ცენტრის“ მეშვეობით ახორციელებს.
მუნიციპალური ინსპექცია დაწესებულებებს, გეგმიურად წელიწადში 2-ჯერ ამოწმებს.