სწავლება-ტრენინგი თემაზე: „საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა

ქალაქ ბათუმის ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლებს ჩაუტარდა სწავლება-ტრენინგი თემაზე: „საგანგებო სიტუაციების მართვის სისტემის შემუშავება და დანერგვა; მოქმედება საგანგებო სიტუაციებში“. ტრენინგის ფარგლებში დეტალურად იქნა განხილული ხანძრის შემთხვევისას გასატარებელი ღონისძიებები.
სწავლების მიზანს წარმოადგენდა როგორც პერსონალის, ისე საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება უსაფრთხოების ნორმების დაცვის მნიშვნელობის შესახებ. ტრენინგი ითვალისწინებდა საბავშვო ბაღების მუშაობის სპეციფიკას და ემსახურებოდა იმ ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საგანგებო სიტუაციების დროს:
ხანძრის და სხვა საფრთხის შემთხვევაში გადაუდებელი ზომების მიღება
საგანგებო მდგომარეობაში მოქმედების წესებისა და პროცედურების ცოდნა
პერსონალმა სწავლების პირველ ეტაპზე გაიარა თეორიული კურსი. მომდევნო ეტაპზე დაგეგმილია პრაქტიკული მეცადინეობა, რომელიც მოიცავს:
ცეცხლმაქრების გამოყენების პრაქტიკულ სწავლებას
ობიექტიდან პერსონალისა და აღსაზრდელთა ევაკუაციის უზრუნველყოფის სიმულაციას
ტრენინგს უძღვებოდნენ გამოცდილი ტრენერები: გიორგი ჯანჯღავა და ჯემალ შაინიძე.
აღნიშნული სწავლება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს უსაფრთხო და დაცული საგანმანათლებლო გარემოს შექმნის გზაზე, რაც ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ ამოცანას წარმოადგენს.