logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
26.11.2025 სიახლე

თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სკვერის მშენებლობა დასრულდა


Image

თამარის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი სკვერის მშენებლობა დასრულდა. რეკრეაციული სივრცე გრიშაშვილის ჩიხში ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში მოეწყო თანამედროვე სტანდარტის საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი სივრცეები.

ამავე ადმინისტრაციულ ერთეულში, ტბეთის შესახვევში, დასრულების ეტაპზეა კიდევ ერთი სკვერის მოწყობა, სადაც კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ სპორტულ მოედანს. ტერიტორიაზე განთავსდა საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები და საპარკე ინვენტარი, შესრულდა გამწვანების ღონისძიებები.

ბათუმის მერი, ასევე, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო, სადაც უკვე განხორციელდა სანიაღვრე სისტემისა და სპორტული მოედნის მოწყობა, სკვერის მიმდებარედ კი, ეზოს მოასფალტება.

მიმდინარე წელს ბათუმში 26 სკვერის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა.