logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
09.06.2026 სიახლე

ტრენინგები პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე


Image

2026 წლის 28-29 მაისს ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების თანამშრომლებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდა.

ტრენინგებს უძღვებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები, რომლებმაც მონაწილეებს გააცნეს პერსონალური მონაცემების დაცვის ძირითადი სტანდარტები, უსაფრთხო დამუშავების პრაქტიკა და ის მოთხოვნები, რომლებიც ყოველდღიურ საქმიანობაში უნდა იყოს გათვალისწინებული.

ტრენინგის ფარგლებში განხილული იქნა პერსონალური მონაცემების ცნება და მათი დაცვის მნიშვნელობა, მონაცემთა დამუშავების ძირითადი პრინციპები, საბავშვო ბაღების საქმიანობაში დამუშავებული მონაცემების კატეგორიები, მათ შორის ბავშვების, მშობლების კანონიერი წარმომადგენლებისა და თანამშრომლების მონაცემები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების სპეციფიკას, მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, თანამშრომელთა პასუხისმგებლობასა და მონაცემთა უსაფრთხოების პრაქტიკულ წესებს.

ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პერსონალური მონაცემების დაცვის კულტურის განვითარებას და თანამშრომელთა პროფესიული ცოდნის მუდმივ გაძლიერებას, რაც ხელს უწყობს როგორც ბავშვებისა და მათი ოჯახების, ასევე თანამშრომლების უფლებებისა და ინტერესების დაცვას.