17.10.2024
ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაცია

ბათუმის ცენტრალური პარკის კოლონადების რეაბილიტაცია-რესტავრაცია დაიწყო.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება კოლონადების დაზიანებული ზედაპირების, არქიტექტურულ-დეკორატიული ელემენტების, ძეგლის, ფილებისა და სანათების აღდგენა.
სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება, რომლის ღირებულებაც 470 ათასამდე ლარს შეადგენს.