logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
05.02.2025

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე


Image

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში კვირეული მიმდინარეობს.

კვირეულის ფარგლებში ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა სკოლის მოსწავლეებს ბესიკ კეკელიძის მოთხრობა „ტყისპირა ქოხიდან მოყოლილი ამბავი“ წაუკითხა.

გარდა ამისა, საჯარო ბიბლიოთეკაში არაერთი აქტივობა გაიმართა. მათ შორის, სხვადასხვა ავტორის მოთხრობების საჯაროდ კითხვა სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ხოლო საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის - ზღაპრის საჯაროდ კითხვა.

წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ. ღონისძიების მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციისა და წიგნიერების დონის ამაღლების ხელშეწყობაა.
ვიდეორგოლი