logo

ბათუმის
მუნიციპალიტეტის მერია

ცხელი ხაზი 0 800 000 810
მოგვწერეთ info@batumi.ge
27.01.2025

წლის ბოლომდე ბათუმში 20 სპორტული მოედნის აღდგენა განხორციელდება


Image

კახაბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, კავსაძის ქუჩის #16-ში, სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია-აღდგენა დასრულდა.

რეაბილიტაციის ფარგლებში, ძველი ლითონის კონსტრუქციები შეიცვალა ახლით, დამონტაჟდა მავთულბადე, განთავსდა ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნისთვის საჭირო ინვენტარი.

ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო სამუშაოები ფრიდონ ხალვაშის მე-12 ჩიხში მიმდინარეობს.

წლის ბოლომდე ჯამში 20 სპორტული მოედნის აღდგენა განხორციელდება.