წლის სპორტსმენების დაჯილდოება
ბათუმის მერიის ორგანიზებით ღონისძიება გაიმართა, სადაც დაჯილდოვდნენ ის სპორტსმენები, მწვრთნელები, გუნდები და სპორტული კლუბები, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქალაქის, რეგიონისა და ქვეყნის მასშტაბით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.
ღონისძიება სიტყვით გახსნა ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და სპორტული სფეროს წარმომადგენლებს იმ შრომისა და თავდადებისთვის, რომელიც ბათუმური სპორტის განვითარებას ემსახურება. მერმა ასევე ხაზი გაუსვა სპორტისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბათუმის მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს სპორტული ინფრასტრუქტურისა და ახალგაზრდებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. მისი თქმით, სპორტის სფეროს განვითარების მიზნით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და ინიციატივაა დაგეგმილი, რაც რეგიონში სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.
გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე მაისურაძემ, აჭარის მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელებმა, უმაღლესი საბჭოს, საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:
• „წლის სპორტსმენი“ - ანუკი კომახიძე დამამუკა კორძაია;
• „წლის მწვრთნელი“ - ჯემალ კილაძე და ლელა ჩოფიკაშვილი;
• „წლის დებიუტანტი“ - მარიამ კალანდაძე დარატი დიასამიძე;
• „წლის ვეტერანი“ - ლევან ბერძენიშვილი;
• „წლის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი“ - ჯუმბერ ტარიელაძე, ლევან თურმანიძე, შორენა კალაძე, ზურაბ მგელაძე და ელენე ურუშაძე;
• „წლის სპორტული ჟურნალისტი“ - სეილან წილოსანი, დარეჯან ძიძიშვილი, ირაკლი დარცმელიძე, ზურაბ დიასამიძე, გიგა ჯიჯავაძე, ბესარიონ ჩიბურდანიძე;
• „სპორტის მოამაგე“ - ოთარი დოჭვირი, სვეტლანა უტიანსკაია, ფელიქს მელქონიანი, შალვა ტაბაღუა, დარეჯან დიასამიძე, ეთერ ცეცხლაძე, იასონ კამკია, იური აროშიძე, კონსტანტინ სიდიროპულო და ლევან მჟავანაძე;
• „წლის გუნდი“ - ხელბურთის კლუბის გოგონათა გუნდი;
• „სპორტული კლუბი - კარგი მმართველობა“ - „ხელბურთის კლუბი ბათუმი“;
• „განსაკუთრებული სპორტული მიღწევებისათვის“ – ზურაბ მამულაძე, ლუკა მახარაძე, დემეტრე მორთულაძე, რატი წულუკიძე, აბუსერ აბუსერიძე, მანუჩარ დეკანაძე, შალვა სტურუა, მარიამ ქათამაძე, ქეთევან მახარაძე, ადელინა ფადეევა, ნიკოლ ფადეევა, ირინე ჩხეტიანი და ალეკო სუხიტაშვილი;
• „სპორტსმენი ბათუმისთვის“ - ელენე მექვაბიშვილი, დიანა მაგონოვა, ანრი მიქელაძე, გაბრიელ კონცელიძე, მიხაილ ჩესალოვი, ბორის ნოდია,ლუკა მარშანია, სანდრო პაქსაძე, როლანდ ზაზა ცეცხლაძე, მარიამ დანელია და მათე - მერთ ერქილიჩი;
• „წარმატებული სამწვრთნელო საქმიანობისთვის“ - მერაბ ჩაზმავა, სესილი ბერძენიშვილი და გოგა კახიძე;
• „წლის წარმატებული კლუბი“ - „საჭადრაკო კლუბი ნონა“;
• „წლის საუკეთესო სტრატეგი“ - „სარაგბო კლუბი ბათუმი“;
• „წლის საუკეთესო მენეჯმენტი“ - „ფრენბურთის კლუბი ბათუმი“;
• „ოქროს ბიჭები“ - ხელბურთის გუნდი „შავი ზღვის ბიჭები“
• „ჩემპიონი გუნდი“ - „სარაგბო კლუბი ბათუმი“;
• „მებრძოლი გუნდი“ - ბათუმის სპორტული ცენტრისყინულის ჰოკეის გუნდი;
• „ოქროს გოგონები“ - ბათუმის სპორტული ცენტრისქალთა ფეხბურთის გუნდი.