16.06.2026
სიახლე
ტურისტული სეზონი
ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით, სანდასუფთავების სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქისა და სანაპირო ზოლის დასუფთავება. ყოველდღიურად ხორციელდება ცენტრალური ქუჩებისა და იმ მონაკვეთების მორეცხვა, სადაც ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე, ყოველდღიურად ტარდება სკვერების, ტროტუარებისა და მიმდებარე ტერიტორიების დასუფთავების სამუშაოები. პარალელურად, სანდასუფთავების სამსახური მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების დროული გატანის უზრუნველსაყოფად.